18 სექტემბერს რუსთავში ინოვაციების სკოლა გაიხსნა, ფორექთმა ღონისძიებაზე ახალგაზრდა ინოვატორებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოაწყო: შექმნა VR ჰაბი, 3D პრინტინგის და მოდელირების მასტერკლასები, ლეგო რობოტიკის ვორქშოფები. ტექნოლოგიური ფესტივალი პირველი დღე იყო, როდესაც სკოლის მოსწავლეები ტექნოლოგიებთან უშუალოდ მუშაობდნენ, ეს პროცესი გაგრძელდება და ინოვაციების სკოლის საგაკვეთილო პროცესის ნაწილი გახდება!