ჩვენი მისია

ფორექთის მისიაა ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერება “არ ავნო” პრინციპით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებითა (HRBA) და მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისების შეთავაზებით.

ორგანიზაციის მიზნებია:

  • ახალგაზრდებისა და ბავშვების განათლების ხელშეწყობა არაფორმალური განათლების გზით, საინტეგრაციო პროგრამების და პროექტების განხორციელება საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული საქმიანობის მეშვეობით.
  • ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
  • გარემოსდაცვითი საქმიანობა და კლიმატის ცვლილება.
  • კვლევების განხორციელება და სამეცნიერო საქმიანობა.
  • გენდერული საკითხები და ქალთა უფლებების დაცვა.
  • სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა.
  • სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება