ა(ა)იპ “ForAct/ფორექთი” დაარსდა 2023 წლის 9 იანვარს. მისი მისიაა ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერება “არ ავნო” პრინციპით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებითა (HRBA) და მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისების შეთავაზებით.
ორგანიზაციის გუნდი შედგება ახალგაზრდებისგან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან კარგი მმართველობის, ინკლუზიური გარემოსა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.