“ფორექთი/ForAct” ახმეტის მუნიციპალიტეტში იწყებს ექვსთვიან პროექტს – “ახმეტელი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის პროგრამა”.
2024 წლის 15 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სამიზნე სოფლის რწმუნებულები, ადგილობირვი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადამიანები.
პროექტის განხორციელების არეალი მოიცავს ქალაქ ახმეტას და სოფლებს: მატანს, ზემო ალვანსა და დუისს. სამიზნე ჯგუფში შედიან ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები, NEET და აქტიური ახალგაზრდები, სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები და სკოლის მასწავლებლები.
აღნიშნული პროგრამის მიზანი ახალგაზრდების გაძლიერება და მათი სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერაა. პროექტი ხორციელდება სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” ფინანსური მხარდაჭერით.