ეკატერინა მებაღიშვილი

ეკატერინა მებაღიშვილი

დირექტორი

ეკატერინა აქტიურად არის ჩართული კახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებაში. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონფერენციებში, პანელურ დისკუსიებსა და შეხვედრებში. მუშაობდა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების ფასილიტატორ/ქოუჩად NEET ახალგაზრდებთან, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამეწარმეო უნარების განვითარება და შემდგომ სასწავლო გრანტების გაცემა.
ასევე დაინტერესებულია კლიმატის ცვლილების საკითხებით და არის კლიმატის სამოქმედო ჯგუფის (CAP) წევრი.

ამჟამად ეკატერინა მუშაობს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრში, ახალგაზრდების გაძლიერებისა და დასაქმების მიმართულებით. ამავე დროს არის ტრენერი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში. აქტიურად იღებს მონაწილეობას ახმეტის ინოვაციების ცენტრის ღონისძიებების დაგეგმვაში.
ეკატერინას სურს გარკვეული წვლილი შეიტანოს რეგიონის განვითარებაში, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ახლაგაზრდების გაძლიერებაში.