ფორექთის მისიაა ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერება “არ ავნო” პრინციპით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებითა (HRBA) და მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისების შეთავაზებით.
ორგანიზაციის მიზნებია:
- ახალგაზრდებისა და ბავშვების განათლების ხელშეწყობა არაფორმალური განათლების გზით, საინტეგრაციო პროგრამების და პროექტების განხორციელება საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული საქმიანობის მეშვეობით.
- ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
- გარემოსდაცვითი საქმიანობა და კლიმატის ცვლილება.
- კვლევების განხორციელება და სამეცნიერო საქმიანობა.
- გენდერული საკითხები და ქალთა უფლებების დაცვა.
- სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა.
- სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება