ა(ა)იპ ფორექთი დაარსდა 2023 წლის 9 იანვარს. ფორექთის დამფუძნებლები არიან საინიციატივო ჯგუფის “ახმეტის ახალგაზრდული ალიანსის” წევრები, რომელიც შეიქმნა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის, პროგრამა USAID პანკისის სათემო კავშირების ფინანსური მხარდაჭერით.
ფორექთის მისიაა ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერება “არ ავნო” პრინციპით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებითა (HRBA) და მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისების შეთავაზებით.