ფორექთის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ღვინის ფესტივალის ფარგლებში, გურჯაანის ტექნოპარკი ინოვაციური და ტექნოლოგიური კუთხით იყო წარმოდგენილი. სივრცე აერთიანებდა სტარტაპ საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს. ჩატარდა ვორქშოფი ,,იდეის ვალიდაცია და პროდუქტის ტესტირება“, ტექნოლოგიური ქვიზები, DIY აქტივობები, P2P და Stand-Up შეხვედრები, Tech Talks – საუბრები ინოვაციურ მიდგომებზე მეღვინეობის დარგში, ასევე მოეწყო VR/AR ზონა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალურად ემოგზაურათ მეღვინეობის ინდუსტრიაში.