ნათია ფილაშვილი

ნათია ფილაშვილი

დირექტორი

ნათია არაფორმალურ განათლებაში სკოლის ასაკიდანაა ჩართული, ის არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტის მონაწილეა. დაინტერესებულია მრავალეთნიკური საზოგადოების განვითარებით, ახალგაზრდების საჭიროებებითა და შესაძლებლობებით.

ნათია ამჟამად მუშაობს ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ მუშაკად. აქტიურადაა ჩართული ახმეტის LAG-ის, KRDF-ის და ახმეტის ინოვაციური ცოდნის ჰაბის საქმიანობებში. როგორც ადგილობრივი ახალგაზრდა ლიდერი, მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საზაფხულო ინსტიტუტის (SUSI) სტუდენტი ლიდერების სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში. ნათიას მიზანია ხელი შეუწყოს, გააძლიეროს და გაზარდოს ადგილობრივი თემის წარმომადგენლების ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ სერვისებსა და პროგრამებზე.